
ვინ ვართ ჩვენ
შ.პ.ს. ”ხის სახლი” არის აჭარა ჯგუფის მიერ სუბსიდირებული, ხის გადამამუშავებელი და ავეჯის მწარმოებელი კომპანია, რომელიც აღჭურვილია ინოვაციური და მოწინავე საკონსტრუქციო ტექნოლოგიებით და უზრუნველჰყოფს ქართული ბაზრის მდგრადი განვითარების პრინციპებზე დამყარებულ მომსახურებას.
ჩვენი მომსახურება
- ჩვენი სერვისები მოიცავს უმაღლესი ხარისხის მასიური ხის პროდუქციის წარმოებას და შემდგომი მომსახურების სრულ სპექტრს;
- ჩვენ გთავაზობთ წინასწარ აზომვით სამუშაოებს, CAD- ის დიზაინის მხარდაჭერას, ასევე სრულ სამონტაჟო მომსახურებას;
- ჩვენი მომხმარებელთა მოთხოვნები ექსკლუზიური კარის, ფანჯრის, ავეჯის, კიბის ან სხვა დიზაინისთვის მაღალი სტანდარტის მიხედვით ნიშნავს, რომ თითოეული ფანჯარა, კარი ან ავეჯი მზადდება ინდივიდუალური სპეციფიკაციის მიხედვით, მიწოდების ვადების შესაბამისად;
- თბილისის მაშტაბით შეკვეთის უფასო ტრანსპორტირება, ინსტალაცია.
ჩვენი საქმიანობა
“ხის სახლი” გახლავთ ცეცხლგამძლე ხის კარებების სერტიფიცირებული მწარმოებელი.
“ხის სახლი” ორიენტირებულია უმაღლესი ხარისხის მასიური ხისგან დამზადებულ პროდუქციის წარმოებაზე და ისწრაფვის იყოს დარგის ეტალონი მომსახურების, ხარისხის და მიწოდების ვადებში. 19 წლის მანძილზე წარმოება დაკავებულია შეკვეთის პარამეტრების მიხედვით დამზადებული პროდუქციის მიწოდებით; დეველოპერებისთვის, კონტრაქტორებისთვის, არქიტეკტორებისთვის.
კომპანიის განკარგულებაშია 12 000 კვ.მ. საწარმოო ტერიტორია, 4 000 კვ.მ. შენობა ნაგბობებით, სადაც განთავსებულია წამყვანი, თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი წარმოება. აგრეთვე წარმოების განკარგულებაშია; ორი 80 კუბური მეტრის ხის საშრობი (“NARDI” იტალია) და ვაკუუმ საშრობი.
უნარები
ხის ჯიშები
ჩვენ გულმოდგინედ ვარჩევთ ხის ჯიშებს თვითეული პროექტისთვის.
- ტროპიკული, ეკზოტიკური ხის ჯიშები;
- 100-150 წლის ნარჩევი მუხის მორებისგან დამზადებული მასიური ხის პროდუქცია;
- ავეჯი, შენობის ინტერიერისა და ექსტერიერის დეკორი-პანელები, პარკეტი, იატაკის პანელები;
- ხის პროდუქციის სახეობების სხვა მრავალი ვარიაცია.
- კაკალი, წაბლი, წიფელი, აკაცია, მაჰაგონი, ბზა, ლარიქსი, ფიჭვი ყველა ეს ჯიშები ირჩევა და ხდება მსჯელობის საგანი თვითეული პროექტისთვის.
- ჩვენ ვამზადებთ ხის სახლებს და გარე კონსტრუქციებს, სახლებს შინაური ცხოველებისთვის.
გარდა მასიური ხისა, საწარმოში ფართოდ იწარმოება კომბინირებული კარებები, ცეცხლგამძლე კარებები, ევრო-ფანჯრები.






ჩვენი ექსპერტები





