ხისგან დამზადებული ფანჯრების განსაკუთრებული თვისებები

"ხის სახლის" ბლოგი

ხისგად დამზადებული ფანჯრები ესთეტიურად აძლიერებს შენობის იერსახეს, განსაკუთრებით ახალ აშენებულ შენობაზე.  თანამედროვე მსოფლიოში, ცათამბჯენებზე ლითონის ან კოპოზიტიური მასალებისგან დამზადებული ფანჯრების ნამდვილად გრანდიოზული იერსახე  დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. ისტორიულ შენობებზე და საშუალო ზომის სახლებზე ხის ფანჯრების მნიშვნელობა უდაოდ შეუცვლელია. მაგრამ გააჩნიათ მათ  რაიმე უპირატესობა გარდა მოდური ფანჯრის აქცენტებისა?

დიახ, ნამდვილად გააჩნიათ!

რა უპირატესობებია ესენი?

ყველგან განვითარებულ ქვეყნებში, ნედლეულის გამოყენების საკითხი უკვე დიდი ხანია გადაწყვიტეს. მათ ურჩევნიათ ყველაფერი ბუნებრივი.

არსებობს რიგი უპირატესობები იმისთვის, რომ  ფლობდე ხისგან დამზადებულ ფანჯრებს. ერთ-ერთი ასეთი უპირატესობათგანია მისი ეკოლოგიურობა. ხისგან დამზადებული ფანჯრები მისი ეკოლოგიური უპირატესობებიდან გამომდინარე ხდება სულ უფრო და უფრო  პოპულარული.

გულუხვმა ბუნებამ ხის მასალა მრავალმხრივი თვისებებით დააჯილდოვა:

გამძლეობა. არცერთი სხვა ნედლეული არ არის ისეთივე გამძლე, როგორიც არის ხის. თანამედროვე ფანჯრების მაღალხარისხიანი დამუშავება და მათი კონსტრუქცია 100%-იან გარანტიას იძლევა, რომ ხის ფანჯრები ძალიან საიმედო იქნება და დიდხანს გაძლებს. ასე რომ, ისინი გაუძლებენ ამინდის და ტემპერატურის დიდ ცვლილებებს.

ჰაერის შეღწევადობა. ხის მასალაში ჰაერის და ტენიანობის გაცვლა ხდება, რის გამოც ოთახში ჟანგბადის რაოდენობა არ იცვლება. ხის მიკროფორების მეშვეობით ჰაერის მუდმივი გაცვლა ხდება, თუნდაც ფანჯრები დაკეტილი იყოს. ეს ხელს უწყობს ოთახში ტენიანობის და სუფთა ჰაერის მუდმივი დონის შენარჩუნებას. მაშინაც კი, თუ ხის ფანჯრები დამუშავებულია საღებავით ან ლაქით, ეს ხელს არ უშლის მათ “სუნთქვას”.

თბოიზოლაცია. როდესაც ძლიერი ყინვებია,  თუ შევეხებით ხისგან დამზადებულ ჩარჩოს, სიცივეს ვერ ვიგრძნობთ, რადგანაც ხე საუკეთესო სითბოს იზოლატორია. ვინაიდან ხის  თბოგამტარობა ძალიან დაბალია, ფანჯრის ჩარჩოებში თერმული ხიდების გაჩენა შეუძლებელია, რაც კონდენსატის წარმოქმნას გამორიცხავს.

ხმის იზოლაცია. ხის სტრუქტურების მქონე თანამედროვე ევროფანჯრებს გააჩნიათ გაზრდილი ხმის იზოლაცია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ხისგან მზადდება. სამნაწილიანი ან ორნაწილიანი შუშაპაკეტი რამდენჯერმე ზრდის ხმაურის იზოლაციას. ხის ფანჯრები ორმაგი შუშაპაკეტით შეიძლება დამონტაჟდეს აეროდრომთან ან რკინიგზასთანაც კი.

 ხანძარმედეგობა.  ხის სიმტკიცე ცეცხლის მიმართ დიდი ხანია ცნობილია. ხანძრის დროს, ცეცხლისგან მონახშირებულ  ხის ზედაპირზე დამცავი ფენა ჩნდება. ეს ხელს უშლის ხანძარის სწრაფად შეაღწევას ხის ზედაპირიდან ხის სიღრმეში. პლასტმასის მსგავსად, ხე დაწვისას არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებს და ტოქსიკურ გაზებს. ხოლო, თუ ხის ფანჯარა აღჭურვილია ცეცხლგამძლე პაკეტით, ცეცხლის გავრცელება 90 წუთის განმავლობაში ფერხდება.

ეკოლოგიურობა.  ხეებს  ფანჯრისთვის, რომლებიც სპეციალურად ხის მასალისთვის არიან გაშენებულნი ტყეებში, საგულდაგულოდ არჩევენ. ფანჯრის აწყობამდე მას ჟღინთავენ სპეციალური ნაერთით (ეკოლოგიურად არამავნეთი), რაც იცავს ხის ხარისხის გაუარესებას, როგორც გარედან, ასევე შიგნიდან. ამიტომ, ხის ჩარჩოები რჩებიან სრულიად ნატურალური თვისებების მატარებლად.

პლასტიურობა. ხის მასალის პლასტიურობა მისი წრიული ფორმით მოღუნვის შესაძლებლობას იძლევა. შესაბამისად, შესაძლებელია თითქმის ნებისმიერი ფორმის ფანჯრის დამზადება.

ხის ვიტრაჟები - სასტუმრო "სტამბა"

"ხის სახლის" მიერ წარმოებული, სასტუმრო "სტამბის" ფასადის ვიტრაჟების კლაჟი.