ხისგან დამზადებული გარემოცვა კარგია… თქვენი ჯანმრთელობისთვის

ხის მშენებლობაში გამოყენების სარგებელი ბევრია – მაგრამ იცოდით, რომ იგი შეიძლება იყოს კარგი თქვენი ჯანმრთელობისთვისაც?

ეს ასეა – ხე-ტყის მასალებით აშენება არა მხოლოდ პლანეტისთვისაა კარგი, არამედ თქვენთვისაც.

ხე აუმჯობებსებს ჰაერის ხარისხს.

ხის შენობებში ცხოვრება და მუშაობა აუმჯობესებს შიდა ჰაერის ხარისხს ტენიანობის შემცირებით. იგი ქმნის სუფთა, საღ და შესანიშნავ ატმოსფეროს თქვენი ფილტვებისთვის – განსაკუთრებით სასარგებლოა, თუ ასეთ შენობაში, მოხუცები ან ბავშვები არიან განთავსებულები.

რომელ კლიმატშიც არ უნდა იყოთ, ხეს შეუძლია მორგება.

ხეს აქვს დაბალი სითბოს გადაცემა, ამიტომ ზაფხულში უფრო გრილია და ზამთარში უფრო თბილი. ხე, როდესაც თბება , შრება და კიდევ უფრო ხისტი ხდება, რაც ნიშნავს, რომ ის უფრო მეტ სითბოს იჭერს და ამით ამცირებს გათბობის გადასახადებს.

ხე არის ემოციალური მკურნალობის ნამდვილი მეფე

დადასტურებულია, რომ ხის ოთახში ყოფნა ან ხის ავეჯით გარშემორტყმული გარემო ადამიანებში მსგავს რეაქციებს იწვევს, ისეთს როგორსაც ბუნებაში სეირნობის დროს – რამაც ყველამ ვიცით, რომ შეიძლება მხოლოდ კარგი ზემოქმედება იქონიოს.

ერთ-ერთ გარემოსდაცვითი კომპანიის კვლევაში მოხსენიებულია, რომ ხის პროდუქტების გარეგნობა და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის ურთიერთდამოკიდებულება,  აჩვენებს, რომ ხის ფერებს და ტექსტურას შეუძლია სითბოსა და კომფორტის გრძნობა გამოიწვიოს – რაც თავის მხრივ ამცირებს სტრესს, შფოთვას და საავადმყოფოში გამოჯანმრთელების პერიოდსაც კი! ის ასევე ამტკიცებს უფრო ფართო გაგებით, რომ ხე უფრო ბედნიერს გვხდის (მის ქვეცნობიერად ბუნებისადმი მიკუთვნებულობის გამო) და ირიბი გზით ზრდის ჩვენს თავდაჯერებულობას – ყველა ეს ძლიერი არგუმენტი, მიუთითებს ხე-ტყის გამოყენებაზე საყოფაცხოვრებო ან სამუშაო ადგილებზე, როგორც საოცრი აღმდგენიანობის ეფექტის მქონეს.

ხე ზრუნავს შენს გულზე.
ხის გარემოცვა შეიძლება იყოს იმდენად ეფექტური, რომ შეამციროს თქვენი არტერიული წნევა, გულისცემა და სტრესის დონე. ამას მოწმობს მრავალი კვლევა – განსაკუთრებით, მომხიბლავია იაპონური კვლევა, რომელშიც ხის ან ფოლადის ოთახებში მჯდომი 14 ცდის პირის საწყისი ფიზიოლოგიური პასუხის ტესტირება მოხდა მათი პულსის და გულისცემის გაზომვით ყოველ წამში (20 წამის განმავლობაში). გაირკვა, რომ ხის ოთახში მყოფი პირები განიცდიდნენ არტერიული წნევის საგრძნობლად დაქვეითებას, ხოლო ფოლადის ოთახში მყოფებისა პირიქით.