ხე ინახავს ნახშირბადს

1 კგ ხის მასის წარმოებისთვის, ხე მოიხმარს 1,47 კგ CO2-ს და ატმოსფეროში აბრუნებს კილოგრამზე მეტ ჟანგბადს. როდესაც ხეები იჭრება და გამოიყენება ხის პროდუქტების დასამზადებლად, ნახშირბადი რჩება ხეში  დამზადებული პროდუქტის არსებობის განმავლობაში. ხის მშრალი წონის დაახლოებით 50 პროცენტი ნახშირბადია.

გაცილებით სასურველია ნახშირბადი შენახული იყოს დედამიწის ზედაპირზე არსებულ ხეებსა და ხის პროდუქტებში, ვიდრე ატმოსფეროში, სადაც ის ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებას. ხის გამოყენება გრძელვადიანი, ეფექტური და გამძლე სახლებისა და სხვა შენობების ასაშენებლად ხელს უწყობს ატმოსფეროში ნახშიროჟანგის რაოდენობის შემცირებას.

ლონდონის ვესტმინსტერის დარბაზი ინახავს ნახშირბადს იმ დროიდან, როდესაც ჰენრი VIII ტახტი ეკავა – 700 წელზე მეტი ხნის წინ.

ანალოგიურად, გრინსტედის ხის ეკლესიაში, სამხრეთ ინგლისში ხეში ჩაკეტილი იყო ნახშირბადი 1000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.

უფრო მცირე მასშტაბით ეგვიპტურ ხის სკამებმა ნახშირბადი 4000 წლის წინ დააგროვეს!

ბევრი ადამიანი რატომღაც წარმოიდგენს, რომ ხეები იზრდება მიწიდან. არა, ისინი ჰაერიდან იზრდებიან. ისინი „გაქვავებული“ ნახშირო ჟანგია და მთელი ეს ნახშირბადი ინახება მათში.